вторник, 28 июня 2011 г.

პროექტის სახელი

1. პროექტის სახელი: მეხსიერების კვლევა.
2.პროექტის მოკლე აღწერა: მეხსიერების დარღვევის მიზეზების და მისი პროფილაქტიკის გზების ძიება.
3. პროექტის სრული აღწერა: მეხსირების პრობლემები ასაკთან ერთად იჩენს თავს. მიზეზი ჩვენი ცხოვრების დაძაბული რიტმია.
ბავშვობა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი პერიოდია. ხანდაზმულობის ასაკში ბავშვობის მონატრება ჩნდება, რის გამოც ასაკოვან ადამიანებს ბავშვობის წლები კარგად ახსოვთ, თუმცა ერთი კვირის წინ მომხდარი ამბავი დავიწყებული აქვთ.
წლების მატებასთან ერთად სისხლძარღვთა ათეროსკლეროზის ფონზე მეხსიერება ნელ-ნელა ქვეითდება, ადრეულ წლებში შეძენილი ცოდნა ება, ბევრ ხანდაზმულს ბავშვობაში ნასწავლი ლექსიც კი ახსოვს:
4. მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი
5. ვადებიხანგრძლივობა: მარტი-მაისი
6.პროექტის შესაძლო აქტივობები: ადამიანის ჯანმრთელობის დარღვევის მიზეზების დადგენა, ინტერნეტის საშუალებით სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეთა ერთმანეთთან დაკავშირება, მათ შორის დისკუსიების და პრეზენტაციების მოწყობა, დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევის გამომუშავება. მოსწავლეთა ნამუშევრების ინტერნეტში განთავსება.
7. მოსალოდნელი შედეგები-პროექტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ვებ-გვერდის შექმნა ბლოგების სახით. სკოლებს შორის ინფორმაციის გაცვლა. მსჯელობა მეხსიერების დარღვევების მეცნიერებასა და მისი თავიდან აცილების გზებზე.
8. სასარგებლო სხვებისთვის:
დაინტერესებული პირები გაეცნობიან მოსწავლეთა ნამუშევარს, ჩაერთვებიან დისკუსიაში, იმსჯელებენ თავიანთ შეხედულებებზე გამოვლენილი პათოლოფიების შესახებ. გააკეთებენ კომენტარებს და გამოიტანენ დასკვნებს.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან, საგნობრივ ჯგუფთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
კავშირი ბიოლოგიასთან, მედიცინასთან, ქიმიასთან, ფიზიკასთან ინფორმატიკასთან. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად განიხილება: ნერვული სისტემის ჰიგიენა, ჯანმრთელობის განმტკიცებისათვის ხელის შემწყობი პირობები, დახმარების აღმოჩენა ამნეზიის მქონე ადამიანებისთვის.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:
             მანანა ბერიკაშვილი
თანაავტორები: ანი ფორჩხიძე, თეონა ნადირაძე საბა სეფერთელაძე, ლაშა კიკალიშვილი, ნოდარ დანელია, ოთარ ბახტაძე, მარიამ ჩაჩიბაია
13.          პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:berikashvili.manana#gmail.com
14.          პროექტის ფორუმი:
15.          პროექტის ვებ. ბლოგი

რა არის მეხსიერება

                                  რა არის მეხსიერება?
მეხსიერება არის ვის ტვინის მიერ გარკვეული მოცულბის ინფორმაციის ფლობა. რამ დამავიწყა?`ვერ ვიმახსოვრებ, ვცდილობს, მაგრამ ვერ ვისხენებ - ასეთი ჩივილი არავისთვის არ არის უცხო. მეცნიერები ამ სახის პრობლემებს ინფორმაციის შემოტევას უკავშირებენ. უკანასკნელ 10-15 წელიწად ტვინის დატვირთვა ცხოვრების რიტმი დაძაბული გახდა. გადაღლილობა, სტრესი,  ემოციური ფონიმიზეზია მეხსიერების დაქვეითებისა.
მეხსიერების მოცულობა ფასდება დროის გარკვეულ მონაკვეთში დამახსოვრებული ინფორმაციის რაოდენობით. მაგალითად, თუ ერთი წუთის განმავლობაში წაიკითხეთ 10 სიტყვა, მაგრამ დაიმახსოვრეთ. 2. თქვენი მეხსიერების მოცულობაა 2 სიტყვა ერთ წუთში. სიტყვების მახსოვრობა არის ვერბალური მეხსიერება.
ზოგჯერ მეხსიერების მოშლას პათოლოგია იწვევს. მაგალითად, თუ მოიშალა თავის ტვინის ლიმფური სისტემა, რომელიც ჰიპოკამპს, თალამუსს, ჰიპოთალამუსსა და თავის ტვინის ქერქის შუბლის ნაწილს აერთიანებს, განვითარდება მეხსიერების მოშლა-ამნეზია. ამნეზიას იწვევს ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა-ინსულტი. დაავადების სიმწვავე იმაზეა დამოკიდებული, თუ ტვინის რომელი უბანი, რომელი სისხლძარღვია დაზიანებული. ინსულტის დროს მეხსიერების დაქვეითებასთან ერთად ირღვევა მეტყველება, ვითარდება დამბლა, ზოგჯერ ავადმყოფს ავიწყდება წერა, კითხვა, ვერ ცნობს ასოებს, ციფრებს, ავიწყდება უცხო ენები და ახსოვს მხოლოდ მშობლიური.