вторник, 28 июня 2011 г.

ექსპერიმენტი

 
   ვერბალური მეხსიერების მოცულობის გამოსაკვლევად
მე-9 და მე-12 კლასის მოსწავლეებმა:Lანი ფორჩხიძემ, ნოდარ დანელიამ, თეონა ნადირაძემ, საბა სეფერთელაძემ, ლაშა კიკალიშვილმა და ოთარ ბახტაძემ ჩაატარებს ექსპერიმენტი. მათ წინასწარ დაითანხმეს მოხალისეები, რომ მონაწილეობა მიეღოთ მეხსიერების კვლევის ექსპერიმენტში. წინასწარ ჩამოწერეს ქაღალდზე 10 (15) სიტყვა
 და ექსპერიმეტნის მონაწილეებს 30 წამის განმავლობაში წაუკითხეს ორჯერ იმ თანმიმდევრობით, როგორც ქაღალდზე ჰქონდათ ჩამოწერილი. მათ წინასწარ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ როგორც კი კითხვა დაამთავრეს, ცდის პირები შეეცადნენ სიტყვების გამეორებას.
დამკვირვებლები აფიქსირებდნენ გახსენებული სიტყვების რაოდენობად და იმ სიტყვების შინაარსს, რომლებსაც უფრო ხშირად იმეორებდნენ ექსპერიმენტის მონაწილეები. შედეგები იხ. ცხრილში:

ცხრილი #1

   მონაწილეების ასაკი
დამკვირვებლები
I ჯგუფის ასაკი
II ჯგუფის ასაკი
III ჯგუფის ასაკი
ფორჩხიძე ანი
დანელია ნოდარ
15 წლის
30 წლის
50 წლის
ნადირაძე თეონა
სეფერთელაძე საბა
18 წლის
35 წლის
47 წლის
კიკალიშვილი საბა
ბახტაძე ოთარ       
17 წლის
31 წლის
45 წლის


ექსპერიმეტის შედეგად აღმოჩნდა, რომ მეხსიერება მობილური, სხარტი და ტევადი იყო საშუალო ასაკში. ასაკის მატებასთან ერთად დამახსოვრებული სიტყვების რაოდენობა მცირდება იხ. ცხრილი #2
ცხრილი #2
            ჯგუფის #
ექსპერიმენტის
მონაწილეთა ასაკი
30 წმ-ში
წაკითხული სიტყვების რაოდენობა           
დამახსოვრებული სიტყვების რაოდენობა
დამკვირვებელი
I
15 წლის
15
9        
            დანელია
ფორჩხიძე
 
18 წლის
10
6
ნადირაძე
სეფერთელაძე
I
   17 წლის
10
7
კიკალიშვილი
ბახტაძე
II
30 წლის
15
11
ფორჩხიძე
დანელია
II
35 წლის
10
7
კიკალიშვილი
II
31 წლის
10
8
კიკალიშვილი
ბახტაძე
III
50 წლის
15
7
ფორჩხიძე
დანელია
III
   45 წლის
10
7
კიკალიშვილი
ბახტაძე

   ექსპერიმენტის მონაწილეები უფრო ხშირად იხსენებდნენ მათთვის ნაცნობ სიტყვებს.
ცდის მეორე ეტაპზე დამკვირვებლები იწყებდნენ 10 (15) სიტყვის წაკითხვას და დამთავრებისთანავე თხოვდნენ ექსპერიმენტის მონაწილეებს, რომ წაეკითხათ პირველ ეტაპზე წაკითხული სიტყვები. აღმოჩნდა, რომ რაც მეტია წაკითხული სიტყვების რაოდენობა დროის გარკვეულ შუალედში, უფრო ნაკლები სიტყვების დამახსოვრებას აქვს ადგილი. ასაკის მატებასთან ერთად მეხსიერება ქვეითდება და პიროვნება ვერ იმახსოვრებს იმ მოცულობის მასალას, რამდებსაც იმახსოვრებდა რამდენიმე წლის წინ.


 

Комментариев нет:

Отправить комментарий