вторник, 28 июня 2011 г.

რა არის მეხსიერება

                                  რა არის მეხსიერება?
მეხსიერება არის ვის ტვინის მიერ გარკვეული მოცულბის ინფორმაციის ფლობა. რამ დამავიწყა?`ვერ ვიმახსოვრებ, ვცდილობს, მაგრამ ვერ ვისხენებ - ასეთი ჩივილი არავისთვის არ არის უცხო. მეცნიერები ამ სახის პრობლემებს ინფორმაციის შემოტევას უკავშირებენ. უკანასკნელ 10-15 წელიწად ტვინის დატვირთვა ცხოვრების რიტმი დაძაბული გახდა. გადაღლილობა, სტრესი,  ემოციური ფონიმიზეზია მეხსიერების დაქვეითებისა.
მეხსიერების მოცულობა ფასდება დროის გარკვეულ მონაკვეთში დამახსოვრებული ინფორმაციის რაოდენობით. მაგალითად, თუ ერთი წუთის განმავლობაში წაიკითხეთ 10 სიტყვა, მაგრამ დაიმახსოვრეთ. 2. თქვენი მეხსიერების მოცულობაა 2 სიტყვა ერთ წუთში. სიტყვების მახსოვრობა არის ვერბალური მეხსიერება.
ზოგჯერ მეხსიერების მოშლას პათოლოგია იწვევს. მაგალითად, თუ მოიშალა თავის ტვინის ლიმფური სისტემა, რომელიც ჰიპოკამპს, თალამუსს, ჰიპოთალამუსსა და თავის ტვინის ქერქის შუბლის ნაწილს აერთიანებს, განვითარდება მეხსიერების მოშლა-ამნეზია. ამნეზიას იწვევს ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა-ინსულტი. დაავადების სიმწვავე იმაზეა დამოკიდებული, თუ ტვინის რომელი უბანი, რომელი სისხლძარღვია დაზიანებული. ინსულტის დროს მეხსიერების დაქვეითებასთან ერთად ირღვევა მეტყველება, ვითარდება დამბლა, ზოგჯერ ავადმყოფს ავიწყდება წერა, კითხვა, ვერ ცნობს ასოებს, ციფრებს, ავიწყდება უცხო ენები და ახსოვს მხოლოდ მშობლიური.

Комментариев нет:

Отправить комментарий